Tuesday, October 4, 2016

მეცხრე დღე
დღევანდელ ტრენინგზე ბოლომდე გავაკეთეთ ჩვენი სასწავლო პროექტი. 
კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ნამდვილად საინტერესო და ბევრის მომცემი იყო ტრენინგი. აუცილებლად განვახორციელებ  ჩემს პროექტს. ყველაზე მეტად მომეწონა, რომ ვისწავლე ღრუბლებში მუშაობა, ტესტების შექმნა. უკვე ყველა ჩემთვის საჭირო ინფორმაცია განვათავსე drive-ში. 
მადლობა ტრენერს, რომ ყველაფერი კარგად ახსნა, არის კომუნიკაბელური და ხსნის ყველასთვის გასაგებად. არ ვთვლი დროს დაკარგულად. მადლობა ხათუნას...

Sunday, October 2, 2016

მერვე დღე
გავიხსენეთ განვლილი მასალა. შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი..დავწერეთ პროექტის მოკლე შინაარსი და პროექტის მსვლელობა.

Saturday, October 1, 2016

მეშვიდე დღე
მიმოვიხილეთ წინა დღე. ნიმუშებად განვიხილეთ ტრენერისა და  ჩვენი კავკრიფოლეგის მიერ მომზადებული სავარაუდო ნაშრომი. ფოვერ ფოინტშიგავაკეთე ჩემი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი., რომელიც მოვამზადე ღრუბლებში.ვისაუბრეთ საავტორო მუფლებებზე, ასევე დიფერენცირებულ სწავლებაზე., მივიღე საშინაო დავალება-მოვიფიქროთ დიფერენცირებული სწავლებისათვის აქტივობები., მსვლელობა პროექტისათვის.

Sunday, September 25, 2016

რეფლექსია-მეექვსე დღე
გავიხსენეთ წინა დღე. ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე. ვისწავლეთ როგორ მოვიძიოთ სახელმძღვანელოში შეფასების ფორმები. ტრენერმა გამოგვიგზავნა ემეილზე რამდენიმე ფორმა, ავირჩიეთ ორი სხვადასხვა ფორმა, გადავიტანეთ დრაივში და მოვახდინეთ ადაპტირება .ვისაუბრეთ მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომზე, გავიხსენეთ ფოვერ ფოინთი. . მივიღეთ ორი დავალება. 1. მოვძებნოთ შეფასების რუბრიკა და მოვარგოთ ჩვენს პროექტს. 2. ფურცელზე მოვამზადოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

Saturday, September 24, 2016

მეხუთე დღე-რეფლექსია
დაწვრილებით გავიხსენე წინა დღეს განვლილი მასალა. ვისწავლე გუგლის ფორმებში მუშაობა, ჩემი პროექტის თემატიკიდან გამომდინარე გავაკეთე წინარე ცოდნის დასადგენი ონლაინ ტესტი.შევავსე შეფასების დროის ჩარჩო.

Sunday, September 18, 2016

რეფლექსია-მეოთხე დღე
წინა გაკვეთილის გახსენება.გავიხსენე მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები, ეს კითხვები შევიტანე "გუგლი"-ში და გავუზიარე ტრენერს.განვიხილე შეფასების სხვადასხვა მეთოდი.გავეცანი შეფასების ხუთ სტრატეგიას, თითოეული სტრატეგიიდან ავირჩიე აქტივობები და ამ აქტივობის მიზნებს.საშინაო დავალებად მაქვს მიზნებიდან გამომდინარე შევარჩიო აქტივობები, შევქმნა დიაგნოსტიკური ტესტი 10 კითხვიანი, ღია და დახურული  პასუხებით

Tuesday, September 13, 2016

მესამე დღე
შევავსეთ სტანდარტები, მიზნები პრიორიტეტების მიხედვით.მოვისმინეთ მინი ლექცია მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე..ვივარჯიშეთ მიმართულების მიმცემ კითხვების დასმაზე-ზოგადი, თემატური,შინაარსობრივი..ავკრიფეთ ჩვენი საქაღალდე "drive"-ში.ვისწავლეთ რედაქტირება.. ბლოგის მისამართი გავუგზავნეთ ტრენერს.